logo_geo
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარეს
- +

12 მარტი. 2024. 01:15

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარა მას შემდეგ, რაც რომის პაპმა უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ მხარე, რომელიც ომს აგებს, მოლაპარაკებას უნდა დათანხმდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

 

 

"ვისვალდას კულბოკასს [უკრაინაში ვატიკანის წარმომადგენელი] უთხრეს, რომ უკრაინა იმედგაცრუებულია რომის პაპის კომენტარებით "თეთრ დროშასთან" და აგრესორთან "გამბედაობისა და მოლაპარაკების" აუცილებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადეს უკრაინის საგარეო უწყებაში.

 

 

"რომის პაპს უნდა გაეგზავნა სიგნალები საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ძალების დაუყოვნებლივ გაერთიანების აუცილებლობის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე", - აღნიშნეს უწყებაში.

big_banner
არქივი