logo_geo
რომანოვების შთამომავლის „საუკუნის ქორწილი" რუსეთში - გიორგი რომანოვის მეჯვარე დავით ბაგრატიონი იყო: ფოტოები და ვიდეო მდიდრული ცერემონიიდან
- +

3 ოქტომბერი. 2021. 21:11

 

 

 

 

სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში მდე­ბა­რე წმინ­და ისა­ა­კის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში რო­მა­ნო­ვე­ბის შთა­მო­მავ­ლის, დიდი ჰერ­ცო­გის, გი­ორ­გი რო­მა­ნო­ვი­სა და იტა­ლი­ელ რე­ბე­კა ბე­ტა­რი­ნის ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა. რუ­სეთ­ში მას უკვე "სა­უ­კუ­ნის ქორ­წი­ლი" უწო­დეს.
 
 

ქორ­წი­ნე­ბის გამო, პა­ტარ­ძა­ლი შარ­შან მარ­თლმა­დი­დებ­ლად მო­ი­ნათ­ლა და ახა­ლი სა­ხე­ლი - ვიქ­ტო­რია რო­მა­ნო­ვა ბე­ტა­რი­ნი მი­ი­ღო. რე­ბე­კა ბელ­გი­ის სა­მე­ფო­ში იტა­ლი­ის ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლია.

 

 

სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ას 1500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. სტუ­მარ­თა შო­რის იყ­ვნენ მა­რია ვლა­დი­მი­რო­ვა რო­მა­ნო­ვა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს სრუ­ლი­ად რუ­სე­თის იმ­პე­რატ­რი­ცას უწო­დებს, ასე­ვე პრუ­სი­ის პრინ­ცი, ფრანც ვილ­ჰელ­მი (გერ­მა­ნი­ის კა­ი­ზე­რი­სა და პრუ­სი­ის მე­ფის შვილ­თაშ­ვი­ლი), ელჩი რო­ბერ­ტო ბე­ტა­რი­ნი, ლიხ­ტენშტე­ი­ნის პრინ­ცი ალო­ი­სი, კარლ ფა­ბერ­ჟეს შვილ­თაშ­ვი­ლი სარა ფა­ბერ­ჟე, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­რია ზა­ხა­რო­ვა.


 
 
 

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლი­დან ჩანს, ქორ­წილს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნიც და­ეს­წრო და უფრო მე­ტიც, ის გი­ორ­გი რო­მა­ნო­ვის მეჯ­ვა­რე იყო. (ვი­დე­ო­ე­ბი­დან ჩანს, რომ რო­მა­ნოვს, ორი მეჯ­ვა­რე ჰყავს, რო­მელ­თა შო­რი­საც ერთი და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნია).

 

 

ფო­ტო­ზე პა­ტარ­ძლის უკან და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი ჩანს

 

 

 

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლი და გი­ორ­გი რო­მა­ნო­ვი სის­ხლით ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. გი­ორ­გი და­ვი­თის ბა­ბუ­ის, ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის უმ­ცრო­სი დის, ლე­ო­ნი­დას შვი­ლიშ­ვი­ლია. ლე­ო­ნი­და წლე­ბის წინ მშობ­ლებ­თან ერ­თად წა­ვი­და ემიგ­რა­ცი­ა­ში და 1934 წელს იქორ­წი­ნა სუმ­ნერ მოორ კი­ბი­ზე. მის­გან ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე. ლე­ო­ნი­და მე­ო­რედ შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ლო­ზან­ში, რუ­სე­თის ტახ­ტის მემ­კვიდ­რე, დიდ მთა­ვარ ვლა­დი­მერ კი­რი­ლეს ძე რო­მა­ნოვ­ზე გა­თხოვ­და, რო­მელ­თა­ნაც ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რია რო­მა­ნო­ვა შე­ე­ძი­ნა. გი­ორ­გი რო­მა­ნო­ვი მა­რი­ას ერ­თა­დერ­თი ვა­ჟია.

 

 

გი­ორ­გი რო­მა­ნო­ვი, რო­მე­ლიც 40 წლი­საა, ოქსფორდში სწავ­ლობ­და, ის ალექ­სან­დრე მე­ო­რის შთა­მო­მა­ვა­ლია. და­ი­ბა­და მად­რიდ­ში, დიდი ჰერ­ცო­გი­ნია მა­რია რო­მა­ნო­ვა­სა და პრუ­სი­ე­ლი პრინ­ცის ფრანც ვილ­ჰე­მის ოჯახ­ში.ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ეს­პა­ნეთ­სა და საფ­რან­გეთ­ში გა­ა­ტა­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მუ­შა­ობ­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში და ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში, ამ­ჟა­მად კი მოს­კოვ­ში სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

 

 

 

 

რუ­სეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად, სამი წლის წინ გა­და­ვი­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გი­ორ­გი რო­მა­ნო­ვი პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში 1992 წელს ჩა­ვი­და და ამ­ბობ­და, რომ ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა და­უ­ვი­წყა­რი ემო­ცი­ე­ბით იყო სავ­სე.

 

 

 

 

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ბე­კა ბე­ტა­რი­ნის, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ის ბელ­გი­ა­ში იტა­ლი­ის ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლია. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი ბელ­გი­ა­ში იმ პე­რი­ოდ­ში გა­იც­ნო, როცა გი­ორ­გი რო­მა­ნო­ვი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და, ხოლო რე­ბე­კა ლო­ბის­ტი იყო. რო­მა­ნო­ვის ცოლი მწე­რა­ლია, ამ­ჟა­მად კი რუ­სუ­ლი სა­იმ­პე­რა­ტო­რო ფონ­დის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს.

 

 

 

 

რო­გორც მე­დია წერს, პა­ტარ­ძალს დი­ზა­ი­ნერ Reem Acra-ს კაბა ეცვა, რო­მე­ლიც ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბის სტილ­ზე ზრუ­ნავს, რო­გო­რე­ბი­ცაა მა­დო­ნა, ბი­ონ­სე, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი, ასე­ვე, აშშ-ის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, მე­ლა­ნია ტრამ­პი.

 

 

"ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წიგ­ნის ახა­ლი თავი იწყე­ბა. რო­გორც მწე­რა­ლი, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მო­მა­ვა­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა სავ­სე იქ­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი­თა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით, რო­გორც ეს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წიგ­ნის პირ­ველ ნა­წილ­ში იყო“, - და­წე­რა პა­ტარ­ძალ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე.“

 

 

გი­ორ­გი რო­მა­ნოვ­მა კი წლის და­სა­წყის­ში გა­მო­ცე­მა "ინ­სა­ი­დერ­თან“ ასე­თი რამ თქვა - "ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჩვე­ნი ქორ­წი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას რუ­სე­თის სა­სი­ა­მოვ­ნო მხა­რეს, მის სი­ლა­მა­ზეს, კულ­ტუ­რა­სა და ის­ტო­რი­ას აჩ­ვე­ნებს და ასე­ვე და­ეხ­მა­რე­ბა ტუ­რიზმს, რომ და­უბ­რუნ­დეს თა­ვის დო­ნეს."

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი