ცნობილი მოკრივის, მუჰამედ ალის ნახატები ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე თითქმის 1 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე, მთლიანობაში, მუჰამედ ალის 26 ნამუშევარი გაიყიდა.
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნახატი, სახელწოდებით – „ვიკბინები, როგორც ფუტკარი“ 425 000 დოლარად გაიყიდა, რაც საწყის ფასს 10-ჯერ აღემატება.