ავტორი მარიამ კვინიკაძე
როგორ დავიცვათ თავი კოვიდ19-ისგან? რა უნდა იცოდეს ფეხმძიმე და ლაქტაციაში მყოფმა ქალბატონებმა?! ვესაუბრებით ეპიდემიოლოგსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორს ოთარ ჩოკოშვილს.
- მნიშვნელოვანია თქვენი რეკომენდაციები, როგორ დავიცვათ თავი კოვიდ19-სგან?
-კოვიდ - 19 თავის დაცვას შეესაბამება რესპირატორული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების სწორად დაცვას. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კოვიდ - 19-ის გავრცელება, აუცილებელია: გამოვიყენოთ პირბადე. უმჯობესია სამედიცინო პირბადე, რომელიც არის სამშრიანი. პირბადის გამ-ოყენების შემდეგ იგი ფრთხილად უნდა მოვიხსნათ და გადავაგდოთ ნარჩენებში და დავიმუშაოთ ხელები.
დავიცვათ პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ხელები ხშირად დავიბანოთ საპნით ან დავიმუშაოთ სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც შეიცავს მინიმუმ 70 % სპირტს ან სხვა სადეზინფექციო ნივთიერებას.
დავიცვათ სოციალური დისტანცია 2 მეტრამდე.
ხშირად გავანიავოთ შენობები, სადაც ადამიანები იკრიბებიან ან უზრუნველვჰყოთ გამწოვი ვენტი-ლაცია.
ყველა ადამიანმა, ვისაც აღენიშნება კოვიდის საეჭვო სიმპტომები, დროულად მიმართოს შესაბამის ლაბორატორიას გამოკვლევის ჩასატარებლად, რათა დროულად დაესვას დიაგნოზი და არ გაავრცელოს ინფექცია.
აუცილებლად დროულად ჩავიტაროთ კოვიდ -19-ის საწინააღმებო ვაქცინაცია.
- რა მნიშვნელოვანი წესები უნდა დაიცვას იმ ადამიანმა, რომელიც წარმოადგენს რისკჯგუფს?
- უნდა დაიცვას ზემოთ მოცემული ყველა წესი, განსაკუთრებით დროულად ჩაიტაროს ვაქცინაცია და ასევე ვაქცინაცია ჩაუტაროს თავის ოჯახის წევრებს.
- მნიშვნელოვანია თქვენი რეკომენდაციები იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არიან ფეხმძიმედ, ან არიან ლაქტაციის პერიოდში...
- სამწუხაროდ, ორსულებში საკმაოდ ხშირად არის შემთხვევები, როდესაც დაავადება მძიმედ მიდის. კოვიდის დაწყებიდან დღემდე 17 ორსული გარდაიცვალა საქართველოში ამ დაავადებით. სწორედ ამი-ტომ, ყველა ორსულმა და შემდგომ პერიოდში მყოფმა დედამ და მათმა ოჯახის წევრებმა აუცილებლად უნდა დაიცვან წესები, ჩაიტარონ ვაქციანცია და მინიმუმამდე შეამცირონ კონტაქტები, რათა თავიდან აიცილონ ინფიცირება.
- იმ შემთვევაში, თუ ორსულ ქალბატონს დაუდასტურდა კოვიდ19, როგორ დავიცვათ თვითი-ზოლაციის წესები? და როგორია რეკომენდაციები, რომელიც მან უნდა გაითვალისწინოთ?
- ორსულის დაინფიცირების შეთხვევაში იგი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, დაიცვას იზოლაციის წესები, რომ არ გაავრცელოს ინფექცია. იგი დროულად უნდა დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს და მიიღოს კონსულტაციები, რათა არ გაურთულდეს დაავადება.
- შეიძლება თუ არა, კორონავირუსი ორსულისგან ნაყოფს გადაეცეს?
- დღემდე ჩატარებული კვლევების მიხედვით კოვიდ -19 შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც გადაეცემა ორსულიდან ნაყოფს. ასე დაინფიცირებული ახალშობილების რაოდენობა 2-3% -ს აღწევს და ისინი ძირითადად ორსულობის მესამე ტრიმესტრში დაინფიცირდნენ. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები დაინფიცირების რისკების და შესაძლებლობების ზუსტად განსასაზღვრად.
- ეთანხმებით თუ არა, რომ ორსულმა და ლაქტაციაში მყოფი ქალბატონები უნდა აიცრან?
- აუცილებლად უნდა აიცრან.
- რომელი ვაქცინით უნდა აიცრას ქალბატონი, თუ ორსულადაა?
- ფაიზერით.
-თქვენი აზრით, ორსულობის რომელ ვადაზე სჯობს ვაქცინის გაკეთება?
- ვაქცინაცია ჯობია ორსულობამდე, მაგრამ თუ ვერ მოასწრეს, მაშინ როგორც კი ამის შესაძლე-ბლობა იქნება.
- გვითხარით, რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს აცრამ ორსულ ქალ-ბატონებში?
- დადებითი გავლენა ის არის, რომ თავიდან აცილებული იქნება კოვიდი და მისი მძიმე ფორმები, ხო-ლო უარყოფითი შეიძლება იყოს, თუ განვითარდა აცრისშემდგომი რეაქცია, რომელიც საბედნიეროდ ძალიან იშვიათია.
- რა გვერდითი მოვლენები აქვს ჩOVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას?
- ალერგიული რეაქცია, ტემპერატურის მომატება, სისუსტე, აცრის ადგილის ტკივილი... იშვიათ შემ-თხვევაში შეიძლება განვითარდეს უფრო რთული მოვლენებიც.