logo_geo
გურამ გვასალია Vetements-ის კრეატიული დირექტორი გახდა
- +

17 დეკემბერი. 2021. 00:48

 

გურამ გვასალია Vetements-ის კრეატიული დირექტორი გახდა.

 

„დროა, რომ ასპარეზზე გამოვიდე. როცა 2022-2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას ვქმნიდი, გადავწყვიტე, რომ Vetements-ის კრეატიული დირექტორი გავმხდარიყავი

Vetements ჩემთვის მხოლოდ ბრენდი არაა, ის ჩემს სისხლშია ახლა ვიგრძენი, რომ საჭიროა, საჯაროდ გამოვიდე იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მოდის სამყაროში ყოფნაზე ოცნებობენ, თუმცა მშობლებს ვერ ეუბნებიან. იმ ბავშვებისთვის, ვისაც საშუალება არ აქვს. მათთვის, ვინც დღის განმავლობაში მუშაობს და ღამით თავად სწავლობს დიზაინს. მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ მისი ადგილი მოდის სამყაროში არაა.

ომის დროს ჩემმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. როცა ევროპაში გავიქეცით, უცხო ენა არცერთმა ვიცოდით. მოდის სწავლა ჩემთვის არ ყოფილა არჩევანი. ჩემი მშობლები არასდროს დამთანხმდებოდნენ, რადგან ჩემი ძმასაც უკვე დაკარგულად თვლიდნენ. მე კი ერთადერთი ვიყავი, ვისაც ოჯახის რჩენა შეეძლო.

მინდა მივმართო ყველას, ვინც ამას კითხულობს. ეს ყველაფერი არაფერს განსაზღვრავს და არ ზღუდავს თქვენს პოტენციალს. მნიშვნელოვანია, რომ გარშემო გყავდეთ ადამიანები, რომლებსაც თქვენი სჯერათ. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს, თუ თავად არ გაქვთ საკუთარი თავის რწმენა. თქვენი წარმომავლობა არ არის ბოლო წერტილი, ეს თქვენი დასაწყისია“, – წერს გურამ გვასალია

 

 

big_banner
არქივი