logo_geo
ნანკა კალატოზიშვილი: დანის მამაა, სულ მეყვარება
- +

22 მარტი. 2022. 18:47

 

 

ცნობილი მსახიობი და ტელესახე ნანკა კალატოზიშვილი თათია შარანგიას გადაცემა „სთორის“ სტუმრობდა.

 

გადაცემაში ნანკამ პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და კალათბურთელ ირაკლი კედიასთან დაშორების ამბავსაც შეეხო.

 

„მე როცა ვშორდები ადამიანს, მერე აღარ მაქვს ხოლმე არანაირი განცდა, წერტილის დასმამდე არის მტკივნეული გზა, ამ წერტილს ან სვამ, ან არ სვამ. წერტილამდე რთულად მივდივარ...

 

მე არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ათჯერ ალაგებენ, მიდიან, მოდიან. ფასეულობებში აცდენაა რეალურად. ადამიანთან არ უნდა გჭირდებოდეს ინსტრუქციით ცხოვრება...“- თქვა ნანკამ.

 

როგორც მსახიობმა აღნიშნა, ირაკლი კედია მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული იყო.

 

„დანის მამაა, სულ მეყვარება. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაღაც პერიოდი ხალხს ეგონა, რომ შევრიგდით. ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი და სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი. ძალიან მჭირდება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი,“ - აღნიშნა ნანკამ.

 

წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა ნანკა დღეს შეყვარებული, მსახიობმა უპასუხა:

 

„არა. აი, ასე, შეკვეთით არ ვიცი, როგორ ხდება ეგ.

 

უნდა გამოჩნდეს ვიღაც, რომ ვიგრძნო.

 

მე ვერ ვხვდები, ასეთ გრადუსში სიყვარული კიდე თუ შეიძლება, არ ვიცი...“- აღნიშნა ნანკამ.

 

 

big_banner
არქივი