logo_geo
მსახიობები, რომლებიც Oscars-ზე უკრაინის სიმბოლოებით გამოცხადდნენ
- +

28 მარტი. 2022. 20:41

 

 

28 მარტის ღამეს ლოს ანჯელესში ოსკარის ტრადიციული ცერემონია გაიმართა. მის გაშვებამდე უკრაინელებს მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდათ - მისცემდნენ თუ არა სიტყვით გამოსვლის საშუალებას პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ისეთი დიდი აუდიტორიის წინაშე წარმსდგარიყო. როგორც ამას მსახიობი ემი შუმერი გვთავაზობდა. ასეთი ჩართვა არ ყოფილა. თუმცა, ცერემონია დაღუპული უკრაინელების ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით დაიწყო. ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმა ასევე დაამშვენა თავისი კოსტიუმები ლურჯი და ყვითელი ლენტებითა და სამკერდე ნიშნებით, მათ შორის ბენედიქტ კამბერბეტჩი, ჯეიმი ლი კერტისი, ჯეისონ მომოა და ფრენსის ფორდ კოპოლა. ჩვენდა გასაკვირად, მსახიობმა მილა კუნისმა, რომელიც ამჟამად აგროვებს თანხებს უკრაინისთვის, არ გაუსვა ხაზი თავის წარმომავლობას ცერემონიაზე. წითელ ხალიჩაზე ის ლიბანური ბრენდის Zuhair Murad-ის ნეიტრალური აბრეშუმის კაბაში გამოჩნდა.

 

 

ბენედიქტ კამბერბეჩი და სოფი ჰანტერი

 

 

ჯეისონ მომოა

 

 

სემუელ ელ ჯექსონი

 

 

ჯემი ლი კერტისი

 

 

ფრენსის ფორდ კოპოლა

 

 

იუნ იუჟანი

 

 

 
 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი