logo_geo
უილ სმიტი "ოსკარის" პირდაპირ ეთერში სცენაზე ავიდა და წამყვანს მის ცოლზე ხუმრობის გამო სახეში გაარტყა
- +

28 მარტი. 2022. 21:55

 

 

გასულ ღამეს "ოსკარის" მფლობელი, უილ სმიტი ორჯერ ავიდა სცენაზე. ცერემონიის დასასრულს გადაცემა მოულოდნელად შეწყდა და მაყურებელი გაბრაზებულ სმიტს უყურებდა. როგორც გაირკვა, წამყვანმა კრის როკმა მსახიობის მეუღლეზე, ჯადა პინკეტ სმიტზე მათ ურთიერთობაზე იხუმრა. მეორე ხუმრობის შემდეგ სმიტი სცენაზე ავარდა, სახეში გაარტყა და აგინა. ჯადა ამ დროს იქ იყო და აღფოთებას ვერ მალავდა.

 

 

 

გუშინდელ დაჯილდოებაზე მთავარი კონფლიქტი სმიტის მეუღლის მოკლე ვარცხნილობის გამო დაიწყო. კომიკოსმა მასზე იხუმრა და ის 1997 წლის ფილმის "რიგითი ჯეინის" მთავარ გმირს შეადარა. სინამდვილეში კი ქალს ალოპეცია აქვს და მსგავსი იმიჯი საგანგებოდ არ შეუქმნია.

 

სმიტებმა ერთმანეთი 1990-იანი წლების დასაწყისში ფილმის გადაღებების დროს გაიცნეს და 1997 წელს დაქორწინდნენ. ამ დროს ჯადა უკვე ორსულად იყო. მილიონობით გულშემატკივარი ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობებს თვალს ადევნებდა. არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი დაშორდნენ, თუმცა მსახიობები ყოველ ჯერზე უარყოფდნენ ჭორებს.

 

 

 

big_banner
არქივი