logo_geo
ჯეიდა პინკეტ სმიტი: მე როგორც შავკანიანი ქალი, ჰოლივუდს ჯერ კიდევ მაშინ შევუერთდი, როცა თმას მაქსიმალურად ევროპული იერი უნდა ჰქონოდა
- +

29 მარტი. 2022. 19:47

 

 

კომიკოსმა და მსახიობმა კრის როკმა ოსკარების დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, ჯეიდას ქმარმა ვილ სმიტმა კი კრის როკს საპასუხოდ სახეში გაარტყა.

 

ჯეიდა პინკეტ სმიტს ავტოიმუნური დარღვევა, ალოპეცია აქვს, რის გამოც თმა გასცვივდა. ხუმრობიდან მალევე უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კრის როკს სახეში გაარტყა.

 

 

აღსანიშნავია რომ ჯეიდა ამ ფაქტს არასდროს მალავდა და თავისი პრობლემის შესახებ ტიკტოკის ვიდეოებშიც ხშირად საუბრობდა, ამიტომ ფაქტობრივად შეუძლებელია კრის არ სცოდნოდა ამის შესახებ.

 

მე, როგორც შავკანიანი ქალი, ჰოლივუდს ჯერ კიდევ მაშინ შევუერთდი, როცა თმას მაქსიმალურად ევროპული იერი უნდა ჰქონოდა. ეს ჩემთვის რთული იყო, რადგან ხვეული თმა ყოველთვის მომწონდა. თმის გაკეთება ყოველთვის ისე მიწევდა, რომ მისი ბუნებრივი ფორმა არ გამოჩენილიყო. მე კი ისეთი გრძნობა მქონდა, რომ იმ ადამიანს ვთამაშობდი, რომელიც არ ვიყავი." განაცდახა ჯეიდამ.

 

 

 

big_banner
არქივი