logo_geo
ჯოვანა ანტონელი იგივე „ჰადე“ 46 წლის მსახიობი დღესაც შესანიშნავ ფორმაშია
- +

6 აპრილი. 2022. 21:20

 

 

ჯოვანა ანტონელი ბრაზილიელი მსახიობი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი, რომელმაც ქართველ მაყურებელს თავი სერიალ „კლონში“ შერულებული ჰადეს როლით შეაყვარა და არაერთიი ჩვენგანი ეკრანებს მიაჯაჭვა, ახლაც შეუდარებელ ფორმაშია.

მსახიობი ფოტოები ახლახანს hellomagazine-ის ჟურნალში დაიბეჭდა 46 წლის მსახიობი თეთრ კაბაში ბრწყინავს. ჯოვანას ზოდიაქო გახლავთ თევზები. სიმაღლე: 164 სმ წონა: 54 კგ.

 

 

ჯოვანა ანტონელი საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრებითაა გამორჩეული. 1997 წელს, მსახიობი ცოლად გაჰყვა პუბლიცისტ, რიკარდო მედინას, რომელსაც იგი სკოლის ასაკიდან იცნობდა. წყვილი 2001 წელს დაშორდა.

2002 წელს, ჯოვანამ ურთიერთობა გააბა მსახიობ მურილო ბენისიოსთან, რომელიც პარტნიორობას უწევს სერიალში "კლონი". მათ გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული რეალურ ცხოვრებაში გააგრძელეს. წყვილს ვაჟი, პიეტრო შეეძინათ. ჯოვანას და მურილოს ურთიერთობამ ხუთი წელი გასტანა, თუმცა ისინი 2007 წელს დაშორდნენ.

მურილო ბენისიოსთან დაშორების შემდეგ, ჯოვანა რეჟისორ ლეონარდო ნოგუერაზე დაქორწინდა, რომელთანაც ტყუპი გოგონები, ანტონია და სოფია შეეძინა.

 

 

 

big_banner
არქივი