logo_geo
Victoria's Secret-ის ანგელოზები ამჯერად კიმ კარდაშიანის თეთრეულს არეკლამებენ
- +

6 აპრილი. 2022. 22:13

 

 

Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზები ჰაიდი კლუმი, ტაირა ბენქსი, ქენდის სუეინპოლი და ალესანდრა ამბროსიო კიმ კარდაშიანის თეთრეულის ბრენდის Skims-ის ახალ სარეკლამო კამპანიისთვვის გაერთიანდნენ. მოდელებმა წარადგინეს საცვლები Fits Everybody ხაზიდან.

“მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი მოწმე, თუ როგორ ჩაუყარეს საფუძველი ტაირამ, ჰაიდიმ, ალესანდრამ და ქენდისმა მოდის დემონსტრირებას და იყვნენ მისაბაძი ადამიანები და შემქმნელები. და ამ კამპანიაში მათი ერთად შეკრება ოცნებაა. ყველა ეს ქალი ერთ-ერთი პირველია და ძალიან მიხარია, რომ ამ გზით ვაჩვენებ მათ წვლილს." თქვა კიმმა ინტერვიუს დროს.

 

 

Skims-ისა და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების თანამშრომლობა ახალი არ არის- მაგალითად, სუპერმოდელი ქეით მოსი გასულ წელს Skims-ის სახე გახდა. ბრენდის ფოტოსესიებში ასევე გამოჩდნენ მეგან ფოქსი, კორტნი კარდაშიანი და დემი მურის და ბრიუს უილისის ქალიშვილი რუმერ უილისი.

 

 

Forbes-ის მიხედვით, კიმ კარდაშიანი ჯეფ ბეზოსს, ილონ მასკს და სხვა მაგნატების რიგებს შორისაა. კარდაშიანი ბიზნესების KKW Beauty-ის და Skims-ის დამფუძნებელია. მას ასევე აქვს შემოსავალი სხვადასხვა შეთანხმებიდან და სატელევიზიო შოუდან Keeping Up with the Kardashians.

 

კარდაშიანმა კოსმეტიკური ხაზი KKW Beauty ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, რისი ღირებულებაც ამერიკულ კოსმეტიკურ კომპანიას Coty Inc-თან შეთანხმებით 1 მილიარდია. აქედან კარდაშიანის შემოსავალი 500 მილიონს დოლარს აჭარბებს.

 

 

 

big_banner
არქივი