logo_geo
მაია ბითაძე კინოლოგებს, ფელინოლოგებს და ვეტერინარებს შეხვდა
- +

7 მარტი. 2024. 13:53

 

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე კინოლოგებთან, ფელინოლოგებთან, ვეტერინარებთან  და მომშენებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ახალი რეგულაციებისა და  ვალდებულებების თაობაზე, რომელთა შემოტანასაც კანონპროექტი  ითვალისწინებს. კერძოდ, საუბარი შეეხო კინოლოგებისთვის, ფელინოლოგებისა და მომშენებლებისთვის სასერტიფიკატო კურსის შემოღების აუცილებლობას, რაც  მათ ავტორიზაციას და აღიარებას გულისხმობს.

 

ყურადღება გაამახვილეს საშენებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, იმსჯელეს ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებისა და დღეს ქვეყანაში არსებული პრაქტიკის თაობაზე. აგრეთვე ისაუბრეს კანონპროექტით გათვალისწინებულ სიახლეებზე.

 

მოწვეულმა სტუმრებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარეს კომიტეტს, რაც შესაძლოა, კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში აისახოს.

 

big_banner
არქივი