logo_geo
„ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო“ საქველმოქმედო აქციას დუშეთში ჩაატარებს
- +

26 მარტი. 2024. 10:43

 

 

მიმდინარე წლის 30 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს.

 

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით.

 

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან.

 

მისამართი: დუშეთი; კოსტავას ქ. N 34; კულტურის ცენტრის შენობა;

 

big_banner
არქივი