logo_geo
მაკა ბოჭორიშვილმა კონფერენციაში „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და პოლიტიკის შემუშავებაში“ მიიღო მონაწილეობა
- +

29 მარტი. 2024. 19:31

 

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ კონფერენციაში „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და პოლიტიკის შემუშავებაში“.

 

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, თემაზე: „ქალთა პერსპექტივა ევროინტეგრაციის შესახებ“ მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ გაიხსნა. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უკეთ გამოყენების აუცილებლობაზე, ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ბიზნეს კავშირების გაძლიერებაზე და პროცესში ქალების ჩართულობაზე.

 

კონფერენცია USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და „გაზელ ფაინანსის“ (Gazelle Finance) ორგანიზებით, ასევე მეწარმე ქალთა ბიზნეს გაერთიანებების - „მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში“ და ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ თანამონაწილეობით გაიმართა.

 

 

big_banner
არქივი