logo_geo
13 და 14 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება
- +

3 აპრილი. 2024. 13:02

 

 

13 და 14 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებაზე მისულებს იაპონური ტრადიციული სამოსის ჩვენება, ორიგამის, შოდოს - იაპუნური კალიგრაფიის, კინცუგის - დამსხვრეული ჭურჭლის ოქროს მავთულხლართით შეკეთების მასტერკლასი და სხვა თემატური აქტივობები დახვდება.

 

„ღონისძიება გაიხსნება იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონიალით, რომელიც იაპონური კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.

 

დამთვალიერებელი იაპონური კულტურის თემატიკაზე რუსუდან ფეტვიაშვილის შთამბეჭდავ ნამუშევრებს იხილავს.

 

ასევე, საგამოფენო სივრცეში მერი შენგელიას ხელოვნების სტუდიის ახალგაზრდა მხატვრების თემატური გამოფენაც გაიმართება.

 

ადგილზე შეგეძლებათ შეიძინოთ სუში, იაპონური ჩაი და სხვა გემრიელობები.

 

ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და იაპონიის საელჩო საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

big_banner
არქივი