logo_geo
სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის დასახელდა
- +

10 აპრილი. 2024. 10:27

 

 

ბრიტანულმა სამოგზაურო მედია პლატფორმამ TimeOut მსოფლიოს ულამაზესი 16 პატარა ქალაქი დაასახელა. მსოფლიოში პოპულარულ ტურისტულ ქალაქებს შორის სტეფანწმინდაც მოხვდა.

 

„დახვეწილი, ჯადოსნური და ძალიან ლამაზი ადგილები - ნეპალის მთებიდან კალიფორნიის სანაპირომდე  ამ ქალაქების სახით თქვენ დამალულ განძს იპოვით“, - წერს მოგზაური მწერალი ინდია-ჯეინ ტრაინორი.

 

„სტეფანწმინდა, რომელიც ასევე ყაზბეგის სახელით ცნობილია, კავკასიის მთების ხეობაში მდებარეობს. სტეფანწმინდა პირდაპირ უყურებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილს, მე-14 საუკუნეში აგებულ გერგეტის სამების ტაძარს. ბორცვზე აშენებული ეკლესიის გადაღმა მყინვარწვერი მდებარეობს.  ეს არის შორეული, ამავდროულად ისტორიულ ადგილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს გზაჯვარედინზე, ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, დასახლება ძვ.წ. მე-6 საუკუნით თარიღდება.

 

სტეფანწმინდა იდეალური ადგილია, შეისწავლოთ ყაზბეგის ეროვნული პარკი, ჩანჩქერები, ცხელი წყაროები და გულის ფორმის ტბა“, - წერს სტატიის ავტორი.

 

https://www.timeout.com/travel/worlds-most-beautiful-small-towns

 

big_banner
არქივი