logo_geo
ლევან კობიაშვილი: ძალიან პოზიტიური მესიჯები გვესმის გერმანიის მიმართულებით ფრენებთან დაკავშირებით - ტრიბუნებიდან ქომაგების შეძახილები ჩვენს გუნდს სჭირდება
- +

12 აპრილი. 2024. 00:12

 

 

„ტრიბუნებიდან ქომაგების შეძახილები ჩვენს გუნდს სჭირდება - ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი იყოს გერმანიის სტადიონებზე ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ", - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„ჩვენი ინტერესია და სწორედ ამიტომ ვიმყოფებით გერმანიაში, რომ ყველა საჭირო პირობა შეექმნას გუნდს და თამაშისთვის მოემზადოს. სად იცხოვრებენ, სად ივარჯიშებენ, როგორ გადაადგილდებიან - ყველა ეს საორგანიზაციო საკითხები, რაც მნიშვნელოვანია, გვინდა მზად იყოს იმ დროს, როდესაც გუნდი უკვე ოფიციალურად ჩამოვა გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე. ფეხბურთის ფედერაცია, ყველაფერს უზრუნველყოფს, რომ გუნდსა და მოთამაშეებს აბსოლუტურად ყველა პირობა ჰქონდეს. ძალიან პოზიტიური მესიჯები გვესმის ფრენებთან დაკავშირებით. კარგია, რომ ჩვენს ქართველ გულშემატკივარს გერმანიაში ჩამოსვლის შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

 

მთავრობის მეთაურმა, გერმანიაში საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად, ეკონომიკის სამინისტროს დამატებითი პირდაპირი რეისებისა და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფის უზრუნველყოფადაავალა.

 

26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.

 

 

big_banner
არქივი