logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება 
- +

22 აპრილი. 2024. 16:56

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

"მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მაღალმთიან სოფელ ლავრისხევთან და ლავრისხევის სააგარაკე დასახლებასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნენ.

 

პროექტი ითვალისწინებს 2400 გრძივი მეტრი ამორტიზებული გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობას, რომელიც ხელს შეუწყობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. პროექტი რეგიონების განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი