logo_geo
იური მეჩითოვი: სახლის ბიჭი ვიყავი, მიყვარდა ჩხირკედელაობა და მიზიდავდა ქალების სამყარო
- +

6 დეკემბერი. 2016. 22:46



ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი  საინფორმაციო - პოლიტიკურ, საზოგადოებრივ - შემეცნებით პორტალ „ქართულ ზართან" საუბრისას სკოლის პერიოდს იხსენებს.


32- რუსული სკოლა დავამთავრე. იქვე იყო კინოთეატრი კოლხეთი". ანუ, შატალოს ადგილი გვქონდა სკოლიდან 5 მეტრში. ჩემი კლასი არ იყო მეგობრული. არანორმალურები ვიყავით. მეც მათ შორის. სკოლას რომ ამთავრებენ და მერე ხვდებიან ერთმანეთს - ჩვენ ასე არასდროს შევხვედრივართ

 

ამ პერიოდში ვიყავი საკმაოდ მშიშარა, არ ვიყავი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. ყველაზე დიდი მოვლენა იმ პერიოდიდან, ჩემი თანაკლასელი თამუნა  იყო, რომელიც ახლა ჩემი მეუღლეა.

 

„ქუჩის ინსტიტუტი" მაშინ ნაკლებად იყო ფეხმოკიდებული. უშუალოდ მე, ძალიან სახლის ბიჭი ვიყავი, ძალიან შორს იყო ჩემგან ბირჟა. მაშინებდა კიდეც. არ ვიყავი მებრძოლი და .არ იყო ეს ჩემი სამყარო. მიყვარდა ჩხირკედელაობა და მიზიდავდა ქალების სამყარო",-იხსენებს ფოტოხელოვანი.



ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=1163

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი