logo_geo
„ყველამ უნდა აგოს პასუხი“ - გიორგი აბდალაძე დამკვეთების სახელებსა და გვარებს ასაჯაროებს
- +

7 დეკემბერი. 2016. 21:00




ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ „მარშალპრესის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. აბდალაძის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ ისინი 26 მაისის ფოტორეპორტაჟის გამო დასაჯეს. აბდალაძემ დეტალურად გაიხსენა თუ რა მოხდა 2011 წლის 26 მაისის შემდეგ.


დევნოზაშვილი, რომელიც დაკავებულია და ფიგურირებდა ჩვენს საქმეში, მასთან ურთიერთობა გვიწევდა გლდანის მერვე საპყრობილეში, ის კონტრდაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც აღიარებითი ჩვენების მიმართულებას კურირებდა, ანუ რა სახის აღიარებითი ჩვენება უნდა მიეღო ჩვენგან. რაც შეეხება გამოძიებასა და მტკიცებულებებს - ეს საქმე ორი მიმართულებით მიდის. პირველი მიმართულება არის - გლდანის მერვე საპყრობილეში, სადაც მოხდება ჩვენს მიერ ადვოკატებზე უარის თქმის პროცესი, ამით დაიწყო გამოძიება. ეს იყო ერთ-ერთი გარემოება იმისა, რომ გამოძიებას მიეცა შესაძლებლობა, ხელახლა გადაეხედა ამ საქმისთვის. მეორე საგამოძიებო მიმართლებაა - თუ როგორ და რა სახით ხდებოდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა გლდანის საპყრობილეში და როგორ მიიღეს აღიარებითი ჩვენება ჩვენგან. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია სასამართლოზე.

 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პროკურატურას ექნება ბევრი მტკიცებულება, გამოკითხვით და დაკითხვით იმ ადამიანების ვისაც თუნდაც შეხება ჰქონდა ჩვენთან. ამ ჩვენებებით ისიც დასტურდება, რომ ჩვენ მინიმუმ იძულებით ვთქვით უარი ადვოკატებზე, პირად დაცვასა და ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ დაცვის წარმომადგენლობაზე, რომლებთანაც შემდგომში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ეს დასტურდება პროკურატურის გამოძების შედეგად. ამის პარალელურ რეჟიმში შედის დევნოზაშვილის აღკვეთი ღონისძიების შეფარდება.

 

დევნოზაშვილი იყო ერთ-ერთი შემსრულებელი პირი, მასთან ურთიერთობა მომიწია შიმშილობის შევწყვიტის შემდეგ. იმ პერიოდში თუ არ ვცდები სასჯელაღსურლების რეჟიმის უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი იყო, რომელიც პატიმრების წამებას აპირებდა იმის გამო, რომ მე შიმშილობა შემეწყვიტა. ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამებრალებინა ის საკუთარი თავისთვის რაც არ ჩამიდენია. დევნოზაშვილი ზუსტად ამ პერიდში გამოჩნდა. თითქმის მთელი ღამეების განმავლობაში ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდიოდა ჩვენს მიმართ. დაგვიწერეს ყალბი აღიარებითი ტექსტი, რომელსაც დევნოზაშვილი კურირებდა. როდესაც სასამართლო პრეცესები დაიწყება თქვენ დაინახავთ რა სახის დოკუმენტაცია იყო ჩადებული საქმეში. ჩვენ წვდომაც კი არ გვქონდა იმ დოკუმენტაციაზე რაც ჩვენს საქმეში დევს.

 

გრიფი ახლახანს აეხსნა საქმეს, რომელსაც 9 უწყებიდან ედო გრიფი. სასამართლო პროცესის მსვლელობის პერიოდში ჩვენ გავიგებთ თუ რა სახის დოკუმენტაცია ჩაიდო თითოეულ ჩვენს საქმეში. ჩემთან პირადად იყო .. სტენოგრამა, რომელიც მე თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ოთახიდან ავიღე. ჯერ ერთი, ყველაფერს რომ ლოგიკურად მივყვეთ, პრეს-სამსახურს არ უნდა ჰქონოდა თუნდაც იმ სახის დოკუმენტაცია, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობის იყო, მეორე - თავისუფალი წვდომა არავის უნდა ჰქონოდა და მესამე - აღიარებით ჩვენებაში ნათქვამი მაქვს, რომ მე თითქოს ეს სტენოგრამა ფოტოაპარატით გადავიღე და დისკის სახით მივაწოდე ქურციკიძეს, ეს დისკი თავის ჩანაწერებით თუ არსებობს სადმე არ ვიცი. ყველა ფაილს აქვს თავის ვადა, თუ ეს ყველაფერი გადაღებულია, დადასტურებულია და გაკეთებულია იმ პერიოდში როდესაც ჩვენ საპატიმროში ვიმყოფებოდით, ეს სავსვებით საკმარისია იმისთვის რომ საქმე სრულად დაიშალოს",- აღნიშნა აბდალაძემ.


ფოტორეპორტიორი ასევე აცხადებს, რომ მაშინ მიხიელ სააკაშვილის ბრძანების გარეშე არავინ არაფერს აკეთებდა. გარდა ყოფილი პრეზიდენტისა, აბდალაძე მერაბიშვილისა და ადეიშვილის ბრალეულობაზეც მიუთითებს. ფოტოგრაფს ორი მოთხოვნა აქვს დამკვეთების დასჯა და ფოტორეპორტიორების რეაბილიტაცია.


ვიღებდი მხოლოდ ფოტორეპორტაჟებს, ტექსტიც კი არასდროს დაგვიწერია. ჩვენ დაგვსაჯეს 26 მაისის რეპორტაჟების გამო. იმედი მაქვს, რომ გამოძიების პროცესში ეს დამტკიცდება. უსამართლოდ, ყველაზე მძიმე მუხლით ვიყავი დაკავებული. როცა ისინი წითელ ხიდზე გარბოდნენ, ჩვენ ჩვენი ფოტოებით მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ ქვეყანაში ომია. ჩვენი რეპორტაჟებით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი სამშობლო და ქვეყანა უზომოდ გვიყვარს იმათგან განსხვავებით, ვინც გვაბრალებდა ჯაშუშობას.

 

ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს ჩვენი რეაბილიტაცია. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვიყავით უკანონო პატიმრები წინა ხელისუფლების პერიოდში. უნდა დაისაჯონ დამკვეთები. შემსრულებლები, დევნოზაშვილი იქნება ეს, პეტრიაშვილი თუ პავლიაშვილი, მნიშვნელობა არ აქვს - ისინი ასრულებდნენ დავალებებს. ვინც დაავალა, ვინც მიიღო ჩვენს მიმართ ასეთი გადაწყვეტილებები, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ესენი, ჩემი ვარაუდით არიან, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები - სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი", - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.


შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა.



 

big_banner
არქივი