logo_geo
რაკი გაგვშიფრეს, უნდა ვაღიაროთ, ფაროსანა ჩვენი ბიოლოგიური იარაღია!
- +

1 აპრილი. 2018. 22:16



რუსული სააგენტო „რასიისკაია გაზეტა"-ს ცნობით, 2 აპრილიდან აფხაზეთიდან რუსეთში ხილის და თხილის შეტანის სრული აკრძალვა ფაროსანას გამო ამოქმედდება, რომელიც განუსაზღვრელი ვადით გასტანს. ამავე დროს, როგორც ამ მედია საშუალებას „როსსელხოზნადზორში" განუცხადეს, აღნიშნული მავნე მწერი, შესაძლოა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში ყოფილიყო ხელოვნურად გამოყვანილი.


უწყების ოფიციალური წარმომადგენელი იულია მელანო აცხადებს: „არ გამოვრიცხავთ, რომ საქმე ეხება რაიმე ბიოლოგიურ იარაღს. საქართველოში რამდენიმე ბიოლაბოროტორიაა და არავინ იცის, რით არიან ისინი დაკავებულნი".


გამოცემა ასევე წერს, რომ აქამდე „როსსელხოდნადზორი" უკვე აღნიშნავდა რუსეთში სწორედ ამ რეგიონიდან ღორების აფრიკული ჭირის შეტანის ფაქტებს, მით უმეტეს, რომ დასნებოვნება წარმოუდგენლად სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.


რედაქტორის მინაწერი: დიახ, რაკი გაგვშიფრეს, უნდა ვაღიაროთ, ფაროსანა სპეციალურად გამოვიყვანეთ, როგორც ბიოლოგიური იარაღი, რათა შევუსიოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ეგ კიდევ არაფერი, ჩვენ მანამდე გამოვიგონეთ ღორის ჭირი, ქათმის გრიპი, შიდსი, გავთხარეთ გვირაბი ლონდონიდან ბომბეიმდე, ახლა ვთხრით თბილისიდან სოხუმამდე, მერე დავიწყებთ გათხრას თბილისიდან ცხინვალამდე. ვაი, თქვენს პატრონს!


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი