logo_geo
გელა ზედელაშვილი: ჩიტო რატომ ანერვიულებ ქალბატონ დოდონას - ისედაც გაგიჟებულს რეიზა აგიჟებ?!
- +

2 აპრილი. 2018. 22:53



ამერიკაში მცხოვრები პროფესორი დოდონა კიზირია პოზიციებს არ თმობს, ის ჩვეულ ფორმაშია - საქართველოდან მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩიტის საშუალებით იღებს და შემდეგ მთელ კაცობრიობას ამცნობს. მართალია, მისი ჩიტი შესამჩნევად მოიკოჭლებს და ხშირად ინფორმაციის ნაცვლად სკლინტს აწვდის, მაგრამ ქალბატონი დოდონა მაინც კმაყოფილია. მთავარი ინფორმაციის სიზუსტე კი არა, მძაფრი სიუჟეტია, რომელიც მიმართული იქნება დღევანდელი ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

 

დოდონა კიზირია:


(სკლინტი პირველი)


„ჩიტმა ამბავი მომიტანა - შვეიცარიის საელჩოდან ერთი რუსი სანტეხნიკი კი გაუშვეს, მაგრამ კულისებში შეთანხმებით (კარასინ-აბაშიძის მონაწილეობით, რასაკვირველია!) კიდევ ორი რუსი "დიპლომატი" (ე.ი. ჯაშუში) ჩამოვა მის სანაცვლოდ. ძალიან პატიოსანი და სანდო ჩიტია. ვენდობი! თანაც ინფორმაციის უშრეტი წყარო. ნელნელა მოგწვდით მისგან მოსმენილ-გაგებულ-დოკუმენტალურად დამოწმებულ ამბებს".


ხედავთ? ვენდობიო, ძალიან პატიოსანიაო... არადა, რაც პროფესორია (ვაი, მაგის სტუდენტებს), ისა ჰყავს ჩიტიც - სკლინტიანი და ფლასიანი. ჯერ ერთი, შვეიცარიის საელჩოს თავისი სტრუქტურა აქვს, თუ იქ ჯაშუშების ბუნაგია, პასუხი შვეიცარიის ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ და მეორეც - საიდან დაასკვნა დოდონას ჩიტმა, რომ „სანტეხნიკი" გაუშვეს, ან კიდევ მის ნაცვლად ორი ჩამოვა?! არა, ნუ, ეხლა დოდონასნაირ განათლებულებს ყველა „სანტეხნიკი" ჰგონიათ, მით უმეტეს, მის ჩიტებს, მაგრამ არც ეგრეა საქმე. მოკლედ, პროფესორს ტვინი აქვს ამღვრეული და აშუშუდან გვაძლევს დირექტივებს, როგორც მისი ბელადი ნიდერლანდებიდან!


დოდონა კიზირია:


(სკლინტი მეორე)


„ვუყურებ „რუსთავი2"-ის „შაბათის კურიერს" და ლამის ტვინში სისხლი ჩამექცეს - მიწის მილიონობით კვადრატული მეტრი, ბორია ივანაშივილის, მისი ოჯახის წევრების, მისი ბანდიტების გუნდის ხელში გადაუცია ამ ხელისუფლებას. გაპარტახებული, განადგურებული ზღვისპირეთი, ამოსათხრელად გამზადებული ხეები. სხვადასხვა გამილიონერებული ოლიგარხებიც არ ჩამორჩებიან და ანადგურებენ, ანგრევენ ქვეყანას. საქართველოში ეკოლოგიური კატასტროფაა!!! ჯერჯერობით არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ ან ამ საღამოს, ან ხვალ დილით დავწერ ერთ ფაქტს ამ გარეწარ ივანაშვილზე. მინდა მხოლოდ ერთი დეტალი დავაზუსტო. უკვე დროა განგაშის ზარებმა დაიწყოს რეკვა ყველგან, ყველა კუთხეში! საქართველო მალე, სულ მალე უდაბნოდ გადაიქცევა, თუ ეს პროცესი არ იქნა დაუყოვნებლივ შეწყვეტილი!!! როცა გემი იძირება, იგი აგზავნის სიგნალს: SOS! SOS! SOS! SOS! SOS! ეს აბრევიატურა იშფრება როგორც - SAVE OUR SOULS - გადაარჩინეთ ჩვენი სულები. საქართველო იძირება! გადაარჩინეთ ჩვენი სულები"!


დოდონას გადმოსახედიდან მალე საქართველო უდაბნოდ გადაიქცევა. მთელი საქართველო უკვე გადათხარეს ივანიშვილმა და მისმა ნათესავებმა. სასწრაფოდ უშველეთ საქართველოს, გადაარჩინეთ ჩვენი სულებიო. ოპააა, პროფესორი კომაშია, ჩვენი ქვეყნის ადგილზე ხედავს უდაბნოს - არც წყალი, არც კვალი, არც ხე, არც მცენარე, არც ტყე, არც ფრინველი, არც ხალხი... მხოლოდ გაღატაკებული სულები და ქუჩებში მოწანწალე ვირთხები. არიქა, ამერიკავ, უშველე, უმკურნალე საკუთარ მოქალაქეს, თორემ უყურებს „რუსთავი 2"-ს და ლამის ტვინში სისხლი ჩაექცეს... ფაქტობრივად, უკვე ჩაექცა!


შენ კი... სკლინტიანო ჩიტო, რატომ ანერვიულებ ქალბატონ დოდონას, რა გინდა მისგან, რატომ აწვდი მცდარ ინფორმაციას და ისედაც გაგიჟებულს რეიზა აგიჟებ?!


გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი