logo_geo
„მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით“ - ნინო შუბლაძემ ინფარქტი გადაიტანა
- +

27 იანვარი. 2020. 19:27

 

 

ჟურნალისტმა ნინო შუბლაძემ მოულოდნელად ინფარქტი გადაიტანა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მისი და, სოფო შუბლაძე ავრცელებს.

 

„ყველაფერი გაივლის, ესეც ჩაივლის-მეთქი, მაგრამ არ გადის უკვალოდ არც ერთი სტრესი.... ჰოდა, დღეს ხელმეორედ დაბადებას გილოცავ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით“, - წერს სოფო შუბლაძე.

 

თავად ჟურნალისტი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა სოფო შუბლაძე თავის პოსტში ამის შესახებაც წერს:

 

„ნინომ, მაპატიეთ, უზრდელი არ გეგონოთ, ჩემს დაბადების დღეზე რომ ვერავის გპასუხობთო“, - წერს სოფო შუბლაძე.

 

 

big_banner
არქივი