logo_geo
გარეთ გამოსული შშმ პირი, შინ პატრულმა უსაფრთხოდ დააბრუნა
- +

22 აპრილი. 2020. 23:24

 

 

შშმ პირს, რომელსაც სახლში დაბრუნება ჯანმრთელობის პრობლემების გამო გაუჭირდა, სახლამდე სამართალდამცველებმა სამსახურეობრივი მანქანით, პირადად მიაცილეს.

 

საპატრულო ეკიპაჟს დახმარების თხოვნით შშმ პირის მეგობრებმა მიმართეს. გაირკვა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს აუცილებელი საჭიროებებისთვის სახლიდან გასვლა შორს მოუწია, გზაში კი თავი შეუძლოდ იგრძნო.

 

დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობის პირობების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვის გამო, საპატრულო პოლიცია სხვადასხვა სიტუაციაში მოქალაქეებს ხშირად ეხმარება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი