logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: თუ საქართველოში რეალური ინფიცირების რიცხვი მეტია, მაშინ გარდაცვალების პროცენტი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს
- +

29 აპრილი. 2020. 22:59

 

საქართველოში ცალსახად არის გარდაცვლილთა ძალიან მცირე რაოდენობა, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან და განსაკუთრებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან. შეუდარებლად მცირეა - 10-ჯერ, 15-ჯერ, 16-ჯერ “- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ დადასტურდა, რომ საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა რეალურად უფრო მეტია, მაშინ ეს იმაზე მიუთითებს, რომ გარდაცვალილთა რაოდენობა საქართველოში სტატისტიკურად კიდევ უფრო მცირეა.

"ამ საკითხზე ყველანაირი მსჯელობა ზედმეტია, რომ საქართველოში ცალსახად არის გარდაცვლილთა ძალიან მცირე რაოდენობა, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან და განსაკუთრებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან. შეუდარებლად მცირეა - 10-ჯერ, 15-ჯერ, 16-ჯერ.

 

თუ საქართველოში რეალური ინფიცირების რიცხვი მეტია, მათ შორის უსიმპტომოებისა და მცირე სიმპტომიანების ხარჯზე, მარტივი მისახვედრია, რომ მაშინ გარდაცვალების პროცენტი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს და არანაირად - მაღლა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტვ პირველის ეთერში.

 

 

big_banner
არქივი