logo_geo
როდის გაიხსნება სტომატოლოგიური კლინიკები?
- +

30 აპრილი. 2020. 22:37

 

 

შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, არის სტომატოლოგიური კლინიკების ხელმისაწვდომობა.

 

სასწრაფო და გადაუდებელი შემთხვევებისთვის, 24 საათიანი სტომატოლოგიური კლინიკები ახლაც ფუნქციონირებს, რომელთა მისამართების დაზუსტება ცხელ ხაზზე (144) არის შესაძლებელი. გლობალურად, ქვეყნის მასშტაბით კი სტომატოლოგიური კაბინეტების გახსნა მეოთხე ეტაპზე იგეგმება.

 

შეზღუდვების მოხსნის მეოთხე ეტაპი 8 ივნისს იწყება და გულისხმობს სავაჭრო მოლების საქმიანობის, ღია ტიპის რესტორნების/ კვების ობიექტების, ყველა ტიპის საფინანსო მომსახურების და სილამაზის სალონების, ესთეტიკური მედიცინის ცენტრების, მათ შორის სტომატოლოგიური კლინიკების საქმიანობების აღდგენას.

 

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების მოხსნის ან გაგრძელების დაკორექტირება მოსალოდნელია, რადგან ხელისუფლება თითოეულ ნაბიჯს ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით დგამს. ამასთან ისინი ვირუსის გავრცელების ტენდენციებს დააკვირდებიან.

 

 

big_banner
არქივი