გერმანიაში საკრუიზო გემის ეკიპაჟის 3 ათასამდე წევრი ხომალდზე კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ერთ-ერთი მეზღვაურის კორონავირუსით ინფიცირება გახდა. გერმანიის ტურისტული კომპანია TUI-ს კუთვნილი ხომალდი Mein Schiff 3 კაქსევენის პორტშია გაჩერებული. ბორტზე ეკიპაჟის 2 899 წევრი იმყოფება.