logo_geo
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა
- +

3 მაისი. 2020. 11:05

 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7-ით გაიზარდა და 589 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 528 პირი.

 

ინფორმაციისთვის - 589 ინფიცირებულიდან 207 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი