logo_geo
ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა - ახალდაბადებულ გარდაცვლილ ჩვილს მშობლები იხუტებენ
- +

3 მაისი. 2020. 22:06

 

 

32 წლის ამერიკელმა მსახიობმა, კარა კიფმა Instagram-ზე სულისშემძვრელი ფოტო გამოაქვეყნა. მასზე ჩანს დარდით განადგურებული დედა, რომელიც გულზე ახალშობილ ჩვილ ვაჟს იხუტებს, რომელიც მშობიარობისას დაიღუპა.

 

 

ქალის მეუღლე, ფეხბურთელი კაილ ბოსვორტი ცოლს ეხვევა და ამავდროულად შვილის პაწაწუნა ხელი უჭირავს.

 

 

“დღეს 3 კვირის გახდებოდი. გაიღვიძებოდი და დაგვანახებდი, როგორი ხარ.

 

 

მე ვისწავლიდი, როგორია ორი შვილის დედობა… შენი დაიკო კითხვებს დამისვამდა შენს ჭიპზე, მამიკო კი მეგობარ ფეხბურთელებთან იტრაბახებდა, რომ მისი ვაჟი უკვე მათ ჯობნის…

 

 

ვიქნებოდი დაღლილი, მაგრამ ბედნიერი. ამის ნაცვლად კი… ძალიან გვენატრები”.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი