logo_geo
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 593-მდე გაიზარდა
- +

4 მაისი. 2020. 10:46

 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 4-ით გაიზარდა და 593 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5028 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 537 პირი.

 

ინფორმაციისთვის, 593 ინფიცირებულიდან 223 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი