logo_geo
contrepoints.org - საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ჩვენ გამოცდილება ბევრი სხვა ქვეყნისგან უნდა გავიზიაროთ
- +

5 მაისი. 2020. 11:48

 

 

„ვინ არის ყველაზე გულუხვი დონორი ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში?“ - ამ სათაურით გამოცემა contrepoints.org ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

 

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს  ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCov-ფონდში გადარიცხულ თანხაზე და აღნიშნავს, რომ ქართველი ბიზნესმენი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, ბიძინა ივანიშვილი სულადობრივად ყველაზე მსხვილი დონორია ახალ კორონავირუსთან  ბრძოლის საქმეში.

 

„ბევრი სახელოვანი ფილანტროპის მრავალმილიონიანი შემოწირულობის მიუხედავად, ერთ სულ მოსახლეზე  ყველაზე გულუხვი დონორი მაინც ის მილიარდერია, რომლის სახელიც, ალბათ, აქამდე არასოდეს გსმენიათ. 64 წლის ინდუსტრიალისტმა, რომლის ქონება 4.5 მილიარდ ევროდ, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედის ეკვივალენტად არის შეფასებული, პანდემიასთან ბრძოლას 30 მილიონი აშშ დოლარი შესწირა. გაღებული თანხა სულადობრივად 7.51 აშშ დოლარია 3.9 მილიონი მოსახლის მყოლ ქვეყანაში“, - წერს გამოცემა.

 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ავსტრალიელმა მეწარმემ ენდრიუ ფორესტმა 25.5 მილიონი აშშ დოლარი შესწირა ამ საქმეს, რაც სულადობრივად 3.93 აშშ დოლარი გამოდის ავსტრალიაში. „Twitter“-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ მილიარდიანი დონაცია გაიღო, რაც მისი ქონების მეოთხედი და სულადობრივად 3.01 აშშ დოლარია შეერთებულ შტატებში.  „Microsoft“-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა და მისმა მეუღლემ მელინდამ 255 მილიონი აშშ დოლარი შესწირეს ამ საქმეს, ხოლო „Amazon“-ისა და „Dell“-ის მფლობელებმა ჯეფ ბეზოსმა და მაიქლ დელმა - 100 მილიონი აშშ დოლარი სათითაოდ. ფილანტროპულმა ჯგუფმა „Stand Together“, რომელიც ამერიკელი და ძალიან ლიბერალი ინდუსტიალისტის ჩარლზ კოხის მიერ არის დაფუძნებული და მხარდაჭერილი, 24 მილიონი აშშ დოლარის მობილიზაცია მოახერხა ორ კვირაზე ნაკლებ დროში. ინიციატივამ #GiveTogetherNow ახალი კორონავირუსიდან მომდინარე ფინანსური გავლენის ქვეშ მოქცეული ოჯახებისთვის 19.6 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოახერხა. ეს ფონდი 39 000 ოჯახზე მეტს დაეხმარება პირდაპირი ფულადი შემწეობებით“.

 

თუმცა, სტატიის ავტორის თქმით, მათ ფრანგ მილიარდერებს მაინც ვერ აჯობეს.

 

„ფუფუნების საგნებისა და სამოსის მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტების მფლობელმა ბერნარ არნომ „Louis Vuitton“-ის სუნამოების მწარმოებელი სამი საწარმო გადააკეთა ხელის დეზინფექციის საშუალებების მწარმოებლად. პროდუქციით უფასოდ ამარაგებენ საფრანგეთისა და ევროპის ქვეყანათა მთავრობებს. ბრენდი „Louis Vuitton“ ვალდებულებას კისრულობს მინიმუმ 40 მილიონი პირბადის მიწოდებაზე საფრანგეთის ხელისუფლებისთვის, რისი ტრანსპორტირებაც კვირაში 5 მილიონ ევრო უჯდება. ფრანსუა პინოს ფუფუნების საგნების კონგლომერატი - „Kering“ - საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემას 3 მილიონი ქირურგიული პირბადის დამზადებას დაჰპირდა. მაღალი მოდის ბრენდები „Balenciaga“ და „Yves Saint Lauren“t, ასევე, აწარმოებენ პირბადეებს. კონგლომერატმა „Kering“ მილიონობით ევროს შემოწირულობა გაიღო მთელი მსოფლიოს ირგვლივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისა და პროფილური ობიექტებისთვის სამედიცინო აპარატურის შესაძენად“, - წერს ავტორი.

 

https://www.contrepoints.org

 

big_banner
არქივი