logo_geo
Starlink-ის თანამგზავრის გაშვება გაურკვეველი ვადით გადაიდო
- +

5 მაისი. 2020. 17:21

 

 

გამოცემა Space Coast Daily-ის ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანია SpaceX-მა 7 მაისისთვის დაგეგმილი რაკეტა Falcon 9-ის გაშვება გაურკვეველი ვადით გადადო.

 

 

Falcon 9-ს დედამიწის ორბიტაზე Starlink-ის 60 მიკროთანამგზავრი უნდა გაეყვანა. რაკეტის გაშვების გადაწყვეტილება კომპანიამ 1-ელ მაისს მიიღო.

 

 

სამი წლის წინ SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა Starlink-ის პროექტი წარადგინა, რომელიც კოსმოსში გლობალური ინტერნეტ თანამგზავრის გაშვებას გულისხმობს. კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე უკვე 300 თანამგზავრი გაიყვანა.

 

 

საბოლოო მიზანი კი, კოსმოსში 12 ათასი აპარატის გაგზავნაა, რაც მთელი მსოფლიოს ინტერნეტით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

 

 

big_banner
არქივი