logo_geo
მოსკოვში ქართული ეკლესიის მოძღვარს კორონავირუსი დაუდგინდა
- +

8 მაისი. 2020. 11:30

 

 

მოსკოვის ქართული ეკლესია დაკეტეს, კორონავირუსი ქართველ მღვდელს დაუდგინდა. ეკლესიას დეზინფექცია ჩაუტარდა თუმცა ამის მიუხედავად წირვა-ლოცვა არ აღევლინება.

 

 

დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის ინფორმაციით, მოსკოვში ქართული ეკლესია 1 მაისს დაიკეტა, მიზეზი კი ტაძრის წინამძღვრის ფიოდორეს კორონავირუსით ინფიცირება გახდა.

 

 

რაც შეეხება მეორე სასულიერო პირს, მამა მირონ კანთელაძეს, მასაც აღენიშნება სიმპტომები და მას დღეს ჩაუტარდება ტესტი.

 

 

„მამა მირონ კანთელაძე ამჟამად სახლში იმყოფება. თავს შეუძლოდ გრძნობს და დღეს ჩაუტარდება ტესტი.“- აცხადებს კახაბერ გოგოტიშვილი.

 

 

რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, სასულიერო პირი გამორიცხავს, რომ ეს ერთი კოვზით ზიარებას უკავშირდებოდეს.

big_banner
არქივი