logo_geo
რუსეთში საავადმყოფოების თანამშრომლები პირბადის გარეშე მუშაობენ
- +

8 მაისი. 2020. 12:07

 

 

რუსეთში საავადმყოფოების თანამშრომლები პირბადის გარეშე მუშაობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

BBC-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც რუსეთში მომუშავე ექთნები ჟურნალისტს ქვეყნის საავადმყოფოებში მიმდინარე საშინელ პირობებზე უყვებიან. რუსეთში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ძველი და ცუდად აღჭურვილი საავადმყოფოები ვირუსის ცხელ წერტილებად ყალიბდება. დაავადებული სამედიცინო მუშაკების რიცხვი და გარდაცვალების ფაქტები იზრდება.

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ პერსონალის სპეციალური აღჭურვილობა შემცირებულია და მან წარმოების გაზრდა მოითხოვა. მაგრამ ახლაც სამედიცინო სფეროში მომუშავეთა დიდ ნაწილს ეშინია, რომ სახალხოდ ილაპარაკოს იმ პრობლემებზე, რაც სამედიცინო აღჭურვილობას შეეხება.

 

 

ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსის 177,160 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1,625 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, 23,803 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი