logo_geo
პაციენტმა, წყლის ნაცვლად, სადეზინფექციო სითხე დალია
- +

8 მაისი. 2020. 17:38

 

 

„კლინიკა ბომონდი“-ს ცხელების ცენტრში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტის ლაბორატიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

 

 

მათგან ორი პაციენტი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სახლებიდან ცხელებით შეიყვანა. მესამე პაციენტი კი, რომელმაც წყლის ნაცვლად, შემთხვევით, სადეზინფექციო ხსნარი დალია, კატასტროფის ჯგუფმა ზესტაფონიდან, „ჯეოჰოსპიტალი“-ს კლინიკიდან გადმოიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

 

 

„კლინიკა ბომონდი“-ს ცხელების ცენტრი ამ დრომდე ცხელების სიმპტომის მქონე 200-მდე პაციენტს მოემსახურა, მათ შორის ორსულებს.

 

 

ლაბორატორიული კვლევების შედეგად, კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

 

 

წყარო: „ნიუპრესი“

 

 

big_banner
არქივი