logo_geo
ჰარი პოტერის ფანები ჰოგვორტსში ცხოვრებას შეძლებენ
- +

8 მაისი. 2020. 18:09

 

 

ჰარი პოტერის ფანებს ჰოგვორტსში (ჯადოქრების სკოლა ჯოან როულინგის რომანების სერიიდან „ჰარი პოტერი“) ჩასვლის და ცხოვრების შანსი გაუჩნდათ.

 

 

ინგლისში იყიდება შენობა, სადაც ფილმის სერიები გადაიღეს. ამის შესახებ Mansion Global წერს.

 

 

სახლის ფართი 210 კვადრატული მეტრია და ლონდონიდაბ ჩრდილო-აღმოსავლეთით 24 კილომეტრში მდებარეობს. შენობაში არის ოთხი საძინებელი, ორი საკონფერენციო დარბაზი. უძრავი ქონების ფასი 1,1 მილიონი ფუნტია. ($1,35 მილიონი)

 

 

შენობა 1903 წელს არის აგებული და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. ადრე ამ შენობაში ვაჟთა სკოლა მდებარეობდა, 2010 წელს კი შენობა საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა.

 

 

big_banner
არქივი