logo_geo
მსოფლიოს დიდ ქალაქებში ელიტარული უძრავი ქონება იაფდება
- +

8 მაისი. 2020. 18:38

 

 

2020 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოს დიდ ქალაქებში ელიტარულ უძრავ ქონებაზე ფასების შემცირების ტენდენცია დაიწყო. ამის შესახებ Bloomberg კონსალტინგურ კომპანია Knight Frank-ზე დაყრდნობით წერს.

 

 

ანალიტიკოსების შეფასებით, ლონდონში, პეკინსა და კუალა-ლუმპურში ელიტარული უძრავი ქონება 1-2%-ით შემცირდა. ვანკუვერში, დუბლინსა და სანკტ-პეტერბურგში ფასის ვარდნამ 2-3% შეადგინა. ნიუ-იორკში, ბანგკოკსა და ნაირობიში 3-5%-ით.

 

 

აზიის 5 დიდ ქალაქში ელიტარულ უძრავ ქონებაზე ფასის შემცირებას ანალიტიკოსები კორონავირუსის პანდემიას უკავშირებენ. ამ ქალაქებში ფასების ვარდნა ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში დაიწყო.

 

 

В Knight Frank აცხადებენ, რომ ბრიტანეთსა და აშშ-ში იანვარ-მარტში კორონავირუსის გავლენა უძრავი ქონების ფასებზე ნაკლებად აისახა. რაც შეეხება მსოფლიოს რამდენიმე ქალაქს (ტოკიო, მადრიდი, სტოკჰოლმი, სიდნეი) COVID19-ს გავლენა არ მოუხდენია და უძრავი ქონება გაძვირდა.

 

 

big_banner
არქივი