logo_geo
ლევან რატიანმა პოსტკორონავირუსულ ცხოვრების წესზე ისაუბრა
- +

8 მაისი. 2020. 18:51

 

 

„ეს იცით რომ არის გლობალური პრობლემა, მაგრამ მინდა გითხრათ ჩვენი განწყობა – ძალიან მალე დასრულდება ეს აურზაური, რაც ამ წუთას ჩვენს ქვეყანაში და მსოფილოშია“ - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

 

 

ლევან რატიანმა პოსტკორონავირუსულ ცხოვრების წესზეც ისაუბრა.

 

 

„დადგება მომენტი, როცა ვირუსის გარეშე ალბათ ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს გაგრძელება თანაცხოვრების.

 

 

მე არ ვარ ბიოლოგი, არ ვარ ვირუსოლოგი, მაგრამ…

 

 

რაც კაცობრიობა გაჩნდა, ჩვენს გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები და მიკროორგანიზმები, მათთან ერთად ცხოვრობდა კაცობრიობა და ახლაც ვიცხოვრებთ.

 

 

სავარაუდოდ ადამიანი ამ ვირუსის მიმღები იქნება, მაგრამ არ გამომჟღავნდება,”- აღნიშნა რატიანმა

 

 

big_banner
არქივი