logo_geo
ჩცდ-ს მაქსიმე რეალურ ცხოვრებაში გლოვოში მიმტანად მუშაობს
- +

9 მაისი. 2020. 01:25

 

 

მსახიობ გიორგი მახარაძეს, რომელსაც ფართო საზოგადოება “ჩემი ცოლის დაქალებში” მაქსიმე გობრონიძის როლით იცნობს, ახალი სამსახური აქვს.

 

გიორგი ქალაქის ქუჩებში საჭმლის მიტანის სერვისის – “გლოვოს” სკუტერით გამოჩნდა.

 

მსახიობი ტელეფონთან მოუხელთებელი აღმოჩნდა. მისი ახალი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” მისმა ეკრანულმა მეწყვილემ – კატომ, ნინო გაჩეჩილაძემ დაუდასტურა.

 

ნინო გაჩეჩილაძე: – გიორგი დიდი ხანია “გლოვოში” მუშაობს და ამით კმაყოფილიც არის. მგონი ერთობა, პარალელურად ეგეც მაგის ჰობია… ეს სამსახური მისთვის გასართობია. სერიოზული დატვირთვა არ მგონია რომ ჰქონდეს.

 

როგორც ნინო ვარაუდობს, კატოსა და მაქსმიმეს შორის ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა.

 

კარანტინის სერიაში მაქსიმე უკვე ჟურნალისტ გოგოზე ყურებამდე შეყვარებული ვიხილეთ. გიორგიმ “ამჩემფეხება” მაქსიმეს შეყვარებულ და პასუხისმგებლობით სავსე რომეოდ გარდასახვა, არაჩვეულებრივად შეძლო.

 

ნინო: – მაქსიმე და კატო აუცილებლად დაშორდებიან. მათი ურთიერთობა დიდი ხანია გაცივდა. მე მგონი დროა, ორივეს ცხოვრებაში რაღაც ახალი დაიწყოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი