logo_geo
დალი ჩიკვილაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

9 მაისი. 2020. 13:47

 

 

პროფესორი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე,  დალი ჩიკვილაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

 

 სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილების მედალოსნების კონკურსის გავლის შემდეგ კი სტუდენტი გახდა.

 

 

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი ასპირანტი იყო. დისერტაცია ჟურნალ „კრებულზე" დაიცვა, რომელსაც ნიკო ნიკოლაძე რედაქტორობდა.

 

 

48 წლის განმავლობაში ასწავლიდა უნივერსიტეტში ქართული ჟურნალისტიკის ისტორიას. შემდეგ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში განაგრძო მოღვაწეობა.

 

 

მისი სახელი და გვარი შესულია ამერიკის ბიოგრაფიის ლექსიკონში. არის ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. - ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევრისა და  პროფესორის.

 

 

 

big_banner
არქივი