logo_geo
დალი ჩიკვილაძე - გარდაიცვალა ლეგენდარული და ღვაწლმოსილი პედაგოგი...
- +

9 მაისი. 2020. 15:31

 

 

ცნობილი მეცნიერი, პროფესორი დალი ჩიკვილაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

დალი შალვას ასული ჩიკვილაძე დაიბადა 1935 წ. 1 ოქტომბერს თბილისში. დაამთავრა მეცამეტე ქალთა სკოლა ოქროს მედლით 1953 წელს. სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1958 წელს წარჩინებით (წითელი დიპლომით), 1961 წელს ჩაირიცხა თსუ–ს ასპირანტურაში ჟურნალისტიკის ისტორიის სპეციალობით. საკვლევი თემა იყო სრულიად შეუსწავლელი ჟურნალი „კრებული“, რომლის ფაქტიური რედაქტორი გახლდათ ნიკო ნიკოლაძე და გამოდიოდა 1871–1873 წლებში. დისერტაცია დაიცვა, მიენიჭა საძიებელი ხარისხი და 1963 წელის 14 სექტემბერს აირჩიეს ჟურნალისტიკის კათედრის უფროს მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად, შემდეგ (1991წ.) ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის გამგედ, რომელსაც ასრულებდა ვიდრე კათედრები არსებობდა თსუ–ში, 2010 წელს დატოვა უნივერსიტეტი და სამუშაოდ გადავიდა გურამ თავართქილაძის სახელობის თსუ–ში სრული პროფესორის თანამდებობაზე, სადაც მუშაობს დღესაც.

 

 

დალი ჩიკვილაძის ხელმძღვანელობით ასპირანტურის კურსი გაიარა ბევრმა ასპირანტმა, მაგისტრანტმა და დოქტორანტმა, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიან. ამასთან არის ბევრი რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციის მომწყობი და წაკითხულ მოხსენებათა ავტორი.

 

 

ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2014წ. 21 მარტს დაჯილდოებულია ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიით, ხოლო 2015 წლის 21 მარტს მიენიჭა დამსახურებული ჟურნალისტის საპატიო წოდება.

 

 

2019 წელს არჩეულია ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების უცვლელ საპატიო თავმჯდომარედ.

 

 

ზოგიერთი გამოცემული წიგნებისა და ბროშურების დასახელება:

 

 

  1. დალი ჩიკვილაძე – ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის საკითხები. გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1989წ. 260გვ.

 

 

  1. დალი ჩიკვილაძე – ჟურნალი „კრებული“ (1871–1873წ.წ.) თსუ გამომცემლობა, 1974, 188გვ.

 

 

  1. დალი ჩიკვილაძე – დროს გასწრებული მამულიშვილი, თსუ გამომცემლობა, 2003, 148გვ.

 

 

  1. ქართული მწერლობა, ტ. 14, გამომცემლობა „ნაკადული“, 1977, შეადგინა და ბოლოთქმა – „ნიკო ნიკოლაძე“ – დალი ჩიკვილაძისა, 436–460გვ.

 

  1. დალი ჩიკვილაძე – დაუვიწყარი პერსონალები. გამომც. „უნივერსალი“, 2009, გვ. 148.

 

 

  1. ჟურნალისტიკა – ავტორთა ჯგუფი, სახელმძღვანელო დალი ჩიკვილაძის – თავი I, პრესის გენეზისისათვის თავი II, პრესის განვითარება XIX, საუკუნეებში, გამომც. „მერიდიანი“, გვ. 17–34, გვ. 45–80, 2013წ.

 

 

  1. ნიკო ნიკოლაძის ეპისტოლური მემკვიდრეობიდან დიდი ცხოვრების დაღმართი – გარდასული ჟამი გამომც. „უნივერსალი“, 2015, გვ. 240 (თარგმნა).

 

 

  1. ნიკო ნიკოლაძის არქივიდან. გამომც. „უნივერსალი“, 2018, გვ. 52 (თარგმანი).

 

 

  1. დალი ჩიკვილაძე – ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტიკის გაკვეთილები. ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საერთაშორისო კონფერენცია, 2018წ. დეკემბერი, დაიბეჭდა 2019წ.

 

 

  1. ნიკო ნიკოლაძე 150 საიუბილეო კრებული, დალი ჩიკვილაძე – ნიკო ნიკოლაძე და ილია ჭავჭავაძე. თსუ გამომცემლობა, 1996, გვ. 78–84

 

 

  1. ნიკო ნიკოლაძე 160 საიუბილეო კრებული, დალი ჩიკვილაძე – „ულმობელი საქმის კაცი“. თსუ გამომცემლობა, 1996, გვ. 78–84.

 

 

  1. ნიკო ნიკოლაძე 170 საიუბილეო კრებული, დალი ჩიკვილაძე – ნიკო ნიკოლაძის „მოგონებათა“ პარადიგმები. გამომც. „მერიდიანი“, 2013, გვ.317–328.

 

 

  1. ნიკო ნიკოლაძე 175 საიუბილეო კრებული, დალი ჩიკვილაძე – პუბლიცისტიკის როლი და დანიშნულება ნიკო ნიკოლაძის თვალთახედვით. გამომც. „უნივერსალი“, 2018, გვ. 165–173.

 

 

  1. ქართული პუბლიცისტიკა, ქრესტომათია XX საუკ. სახელმძღვანელო, თბილის. უნივ. გამომცემლობა, 2010წ., გვ. 224.

 

 

  1. ქართული მწერლობა, XVIII, გამომ. „ნაკადული“, 2001წ., გვ. 624, შეადგინა, ბოლოსიტყვა დაურთო დალი ჩიკვილაძემ (581–616 გვ.)

 

 

  1. დიდნი საქმენი, გამომც. „არტანუჯი“. 2011წ., დ. ჩიკვილაძის სტატია „ნიკო ნიკოლაძე“, გვ. 436-442.

 

 

  1. დალი ჩიკვილაძე – „სოფრომ მგალობლიშვილი – რედაქტორი“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1982წ. 23 აპრილი.

 

 

  1. დალი ჩიკვილაძე – „გაზეთი და მკითხველი“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1987წ., 11 სექტემბერი.

 

 

  1. დალი ჩიკვილაძე – გაზეთი „თემი (1911–1915წ.წ.)“ ჟურნალი „მნათობი“, 1987წ., N12.

 

 

  1. დალი ჩიკვილაძე – „ნიკო ნიკოლაძის წერილები დავით ერისთავისადმი“, ჟურნალისტიკის თეორიის და ისტორიის საკითხები, 1987წ., N9.

 

 

  1. დალი ჩიკვილაძე – „პრესის გენეზისისათვის“, ჟურნალი „გურამ თავართქილაძის სუს შრომათა კრებული“, 2011წ., N1.

 

 

  1. დალი ჩიკვილაძე – „პუბლიცისტი თავისი დროის შვილია“, ჟურნალი „გურამ თავართქილაძის სუს შრომათა კრებული“, 2016, N6.

 

 

  1. დალი ჩიკვილაძე – „სულის არისტოკრატი“, უცხოელის თვალსაწიერით“, ჟურნალი „გურამ თავართქილაძის სუს შრომათა კრებული, 2017წ., N7.

 

 

  1. ნ. ნიკოლაძე – სომხურ–ქართული ურთიერთობანი. 1893–1898 წლებში (თარგმანი და კომენტარები დ.ჩიკვილაჟის), გამომცემლობა „უნივერსალი“, 2020წ.

 

მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი“ სამძიმარს უცხადებს დალი ჩიკვილაძის ოჯახს და მეგობრებს.

 

 

 

big_banner
არქივი