logo_geo
რატომ ცდება ტესტი? – თამარ გაბუნიას განმარტება
- +

10 მაისი. 2020. 01:43

 

 

არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ანტისხეულებით ტესტირებისას თავიდან დადებითი პასუხი იქნება და „პისიარით“ არ დადასტურდება, ეს ამ ტესტების მახასიათებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

 

 

როგორც გაბუნია აცხადებს, სავალდებულო ჯგუფების ტესტირებისთვის საჭირო ტესტების ორი თვის მარაგი ქვეყანაში უკვე არსებობს. მისივე თქმით, წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოხდება მარაგების შევსება.

 

 

 

გაბუნია აღნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება სწრაფ ტესტებზეც, როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე დამყარებულზე.

 

 

 

ცოტა ხნის წინ 50 ათასი ანტიგენტესტი ჩამოვიდა ქვეყანაში და ახლა სწორედ განისაზღვრება ამ ტესტების გამოყენებისთვის ოპტიმალური მოდელი, რომელიც იქნება მეტად ორიენტირებული იმ ჯგუფებზე, სადაც ჩვენ გვჭირდება პასუხის მიღება ძალიან მოკლე პერიოდში. ეს არ იქნება ჰოსპიტალური პაციენტები, რაც შესაძლოა დაექვემდებაროს სტანდარტულ „პისიარ“ ტესტირებას.

 

 

 

რაც შეეხება ანტისხეულებით ტესტირებას, ბოლო ხანებში გარკვეული მღელვარება გამოიწვია იმან, რომ ანტისხეულების ტესტირების ფონზე გვქონდა ცრუ დადებითი შედეგები. ეს არის ამ ტესტების მახასიათებელი და ერთ-ერთი ლიმიტაცია, რაც თავიდანვე ცნობილია.

 

 

 

ამ ტესტების მგრძნობელობა არ აღემატება 85 პროცენტს, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ პროცენტში ჩვენ შეიძლება, მივიღოთ ცრუ დადებითი შედეგები.

 

 

 

ამდენად, ანტისხეულებით ტესტირებას ჩვენ მაინც ვიყენებთ, როგორც დამხმარე საშუალებას. ამით გაგრძელდება დიფერენციარული დიაგნოსტიკის მიზნით ტესტირება, როგორც პაციენტებში, ასევე გარკვეულ შემთხვევებში იმ პირებში, ვინც დატოვებს საკარანტინე სივრცეს და ნაჩვენებია მათთვის ამ ტიპის ტესტირება ალგორითმის მიხედვით. ასევე, შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში სამედიცინო პერსონალშიც“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი