logo_geo
სავარაუდოდ COVID19- ით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოდან იპარება
- +

16 მაისი. 2020. 01:57

 

 

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, საქართველოს მოქალაქე, სამედიცინო დაწესებულებიდან გაქცევას ცდილობდა.

 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში, ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მოათავსეს.

 

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, პაციენტი დაწესებულების მე-3 სართულის ფანჯრიდან ზეწრის მეშვეობით ცდილობდა გაქცევას, თუმცა თეთრეულის სიგრძე საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

საავადმყოფოს, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, მამაკაცი შეამჩნიეს და პალატაში დააბრუნეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი