logo_geo
ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული – რა ხდება ლომისობის დღესასწაულზე
- +

0 . 0000. 00:00

 

 

 

ლომისობის დღესასწაულზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, მაშველებმა დაშავებული ქალი ჩამოიყვანეს ლომისის მთიდან.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, ქალს ფეხი გადაუბრუნდა და წაიქცა.

 

„ახლა ჩამოჰყავთ მაშველებს ქალი, რომელსაც ფეხი გადაუბრუნდა და დაეცა.

 

მანამდე 13 წლის ბიჭი დაგორდა, ხეს ჩაეჭიდა და იმან გადაარჩინა, ალბათ ხრამში გადავარდებოდა. მაშველებმა მითხრეს, ამ დროისთვის ოთხი დაშავებული ჩავიყვანეთ ქვემოთო“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

შეგახსენებთ, დღეს დილით ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში მოსალოცად ასული 65 წლამდე კაცი ტაძრის ეზოში გარდაიცვალა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თბილისის მცხოვრებია და მას გულის შეტევა დაემართა.

 

ცხედარი უკვე გადაასვენეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი