სოციალური ქსელი FACEBOOK მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
2011 წლის აპრილში, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შევიდა, რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ FACEBOOK-მა მომხმარებლების სახელები და სურათები რეკლამისთვის, მათი ნებართვის გარეშე გამოიყენა. ხუთი მოსარჩელის განცხადებით, FACEBOOK-მა მათ მიერ მოწონებული კომპანიების გვერდებისა და კონტენტის საფუძველზე, უკანონოდ მოამზადა სარეკლამო მასალები.
ორწლიანი სასამართლო დავისა და აპელაციების შემდეგ, აგვისტოში, კალიფორნიის სასამართლომ Facebook-ს 20 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველას, ვინც უკანონო სარეკლამო მასალაში მოხვდა, შეუძლია 15 აშშ დოლარი მიიღოს, თუკი მან ეს ქმედება 2013 წლის 2 მაისამდე გაასაჩივრა.