logo_geo
„დე, ის სიყვარული, რაც მთელმა ქვეყანამ გაჩუქა, გაგემართლებინოს!“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა
- +

29 მარტი. 2021. 11:43

 

 

 

 

20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, გუშინ, 28 მარტს, საქართველოში გამართულ მატჩზე ესპანეთის ნაკრებს 1 გოლი გაუტანა.

 

თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

 

თავად ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან თამაშს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ დამარცხება ბოლო წუთებში უიღბლობის ბრალია.

 

„დადებითად შევაფასებ ჩვენს თამაშს. არ გაგვიმართლა ბოლო წუთებში. ყველაფერი გავაკეთეთ ბიჭებმა, მართლა. ბოლო წუთზე გავუშვით ასე, არარეალური გოლი გაგვიტანეს.

 

დადებითად შევაფასებდი ჩემს თამაშს, მაგრამ ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ და ალბათ, კიდევ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა არა მხოლოდ მე, არამედ მთელ გუნდს“, - აღნიშნა ფეხბურთელმა გუშინ თამაშის დასრულების შემდეგ.

 

ხვიჩა კვარაცხელია 11 თებერვალს 20 წლის გახდა. ფეხბურთელის დედამ კი შვილს სოციალურ ქსელში დაბადების დღე ასე მიულოცა:

 

„დე, გილოცავ 20 იუბილეს! დედას ბედნიერება ხარ, კუშ.

 

უსაზღვრო ბედნიერება მინდა გისურვო, ის სიყვარული, დე, რაც მთელმა ქვეყანამ გაჩუქა, გაგემართლებინოს! ვიცი, უზომოდ გიყვარს შენი საქმე და ყველაფერს გააკეთებ ამისთვის, ჯანმრთელად მყავდე, უფლისგან დალოცვილი იყავი! ღიმილი არ მოგშლოდეს და წარმატებებით გევლოს წინ!“ - წერს ხვიჩა კვარაცხელიას დედა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი