logo_geo
ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩაკეტილი მაქვს ეს თემა, მე და მარიამიც კი არ ვსაუბრობთ...
- +

6 აპრილი. 2021. 11:00

 

 

 

„ბაიასთან“ სტუმრად მყოფმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გარდაცვლილ დედაზე საუბრისას პირდაპირ ეთერში თავი ვერ შეიკავა და ატირდა.

 

ნანუკამ თავისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი ასე გაიხსენა:

 

„ეს თემა ჩაკეტილი მაქვს, მასზე მარიამთანაც არ ვსაუბრობ. მარიამი მე მიმალავს გრძნობებს და მე მარიამს ვუმალავ. ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი, თურმე ძალიან ძლიერი ვყოფილვარ და რაც აქამდე სირთულე მეგონა, ის არაფერი ყოფილა. ძალიან მიჭირს მასზე საუბარი, თუმცა, როგორც ახლა ვარ დედასთან ასე ახლოს, არასდროს ვყოფილვარ მასთან... დანაშაულის განცდა მაქვს. როდესაც ის ძალიან ცუდად იყო და მიყურებდა იმედის თვალით, ფიქრობდა, რომ მე გადავარჩენდი და მე ვერაფერი შევძელი, ეს არის უდიდესი ტვირთი და ამ ტვირთით ცხოვრება ძალიან მძიმეა. სულ ვფიქრობ, იქნებ ადრე რომ გაგვეგო გადაგვერჩინა, იქნებ შესაძლებელი იყო, რომ არ გამოგვპარვოდა ეს დაავადება...“ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანის დედა 13 ივლისს გარდაიცვალა.

 

„ყველას ჰგონია, რომ დედა ყველაზე კარგი ჰყავს მთელ სამყაროში. ასე მგონია მეც. ჰოდა, მთელ სამყაროში ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე. ვერ ვუშველე. 5 თვის წინ დაგვისვეს უმძიმესი დიაგნოზი. წავედით, წამოვედით. იტანჯა, იომა, ყველაფერი მოვასწარით ამ 5 თვეში, მე – დაობლებაც კი“, – დაწერა მაშინ ჟორჟოლიანმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი