logo_geo
გიორგი ფხაკაძე: არ გამიკვირდება, რომ ახლო მომავალში ქართული შტამიც აღმოჩნდეს
- +

23 მაისი. 2021. 22:07

 

 

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის კიდევ არაერთი მუტაცია იქნება და მათ შორის, შესაძლოა, ვირუსის ახალი ვარიანტი საქართველოშიც გაჩნდეს.

 

 

 

ვირუსები გავრცელდება, მუტაციები იქნება, არაერთი მუტაცია. მე არ გამიკვირდება, რომ ახლო მომავალშიქართული შტამიცაღმოჩნდეს. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში ლაბორატორიებს არ აქვთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

 

 

 

ყველაზე ეფექტური იქნებოდა, ჩემი აზრით, გავითვალისწინოთ რეანიმაციის საწოლები, გავითვალისწინოთ ბიზნესის მოთხოვნა და ქვეყანა გავხსნათ, ოღონდ ფრთხილად,” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

 

 

საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის საეჭვო შემთხვევას იკვლევენ – შესაძლებელია, ეს ე.წ. ინდური შტამი იყოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი