logo_geo
ამ 3 ნიშანს ხვალიდან განსაკუთრებული პერიოდი ეწყება
- +

1 ივნისი. 2021. 15:51

 

ხვალ, 2 ივნისს, სიყვარულისა და სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადადის. ვენერა კირჩხიბის ზეგავლენით, ადამიანები ბევრად უფრო რომანტიკულები ხდებიან, ვიდრე ეს მათ სჩვევიათ ხოლმე.

 

აქცენტები შინაურ, ოჯახურ გარემოზე გადადის, ყველანი ვცდილობთ შინ ურთიერთობების დაბალანსებას, დალაგებას. ამ პერიოდის შენაძენების უმეტეს წილად ოჯახურ გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული და სახლში კომფორტის შექმნას ემსახურება. კარგი დროა უძრავი ქონების შესაძენადაც, თუ რა თქმა უნდა, რეტრო მერკურის მფლობელი ბრძანდებით.

 

ვის წაადგება ეს პერიოდი? რა თქმა უნდა, კირჩხიბებს და წყლის დანარჩენ ნიშნებს. კარგი დროა ქალწულებისა და კუროებისთვისაც. რასაც ვერ ვიტყვით თხის რქის ვენერას მფლობელებზე და სასწორისა და ვერძის ვენერებზე. დანარჩენებს ამ თემებში ნეიტრალური მდგომარეობა ექნებათ.

 

ვენერა კირჩხიბში 27 ივნისამდე დარჩება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი