logo_geo
2 შვილის მამა, ტრაგიკულად გარდაცვლილი მშობელი - ცოტა რამ გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ
- +

11 ივლისი. 2021. 16:11

 

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

 

„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა ლოგინში… მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი სოციალურ ქსელში.

 

როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი.

 

როგორც ოპერატორის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, არ უნდოდა შვილის ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენება.

 

აგრეთვე, ცნობილია, რომ მამაც ტრაგიკული შემთხვევით გარდაეცვალა.

 

ამ ამბავმა სრულიად საქართველო მოიცვა და ყველას ერთ კითხვაზე სურს პასუხის გაგება - სასტიკი ცემა და 5 დღეში გარდაცვალება - არის თუ არა ამ ორ ფაქტს შორის კავშირი?

 

მიუხედავად ამ კითხვაზე პასუხისა, ფაქტი შემზარავია საქართველომ კიდევ ერთი ახალგაზრდა, 38 წლის მოქალაქე დაკარგა.

 

„მას 2 შვილი ჰყავდა. 5 ივლისსაც, როდესაც დაშავდა, შვილებზე ფიქრობდა, ჟურნალისტს ეუბნებოდა „ჯერ არ თქვა, რომ ასეთი ნაცემი ვარ, შვილები ინერვიულებენ-ო“.

 

მისმა ამქვეყნიდან წასვლამ ბევრს დაწყვიტა გული, რამდენიმე დღის წინ ვწერდი, მალე უნდა გამოჯანმრთელდე და ისევ ისტორიული კადრები გადაიღო-მეთქი.

 

გამოვჯანმრთელდები, თან არ შევარჩენ, სასამართლომდე მივყვებიო.

 

ახლა ჩვენი მოვალეობაა, რომ მაგ მოძალადე ჯგუფებს ეს ყველაფერი არ შერჩეთ!

 

ლექსო, შენი ენთუზიაზმი საქმისადმი ძალიან დააკლდება ქართულ ტელესივრცეს“,- უწერს მეგობარი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი